ბრიუსელში პალესტინის მხარდამჭერი მასობრივი აქცია გაიმართა

ბრიუსელის ქუჩებში ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით დაახლოებით 27 000 ადამიანი გამოვიდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ლიგა, და Amnesty International-ი.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა, ალექსის დესვაეფმა აქციაზე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში საგანგებო ვითარებაა: „წყლისა და საკვების ყველა წყარო გათიშულია, არსებობს შიმშილის საფრთხე, სკოლებსა და საავადმყოფოებს თვითნებურად ბომბავენ. ”
აქციის მონაწილეებს ხელში სხვადასხვა შინაარსის პლაკატები ეჭირათ, მათ შორის წარწერით : „ნეიტრალიტეტის შენარჩუნება = თანამონაწილეობას“.
მედიის ინფორმაციით, აქციამ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

ასევე დაგაინტერესებთ