ბრიუსელში, ევროპარლამეტთან, ქართველი ემიგრანტები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ

ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან, ქართველი ემიგრანტები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ, იტყობინება მოძრაობა „ქარები“.
გამოქვეყნებულ ვიდეოში ერთ-ერთი ემიგრანტი აღნიშნავს, რომ „პასუხი უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც მოგვპარა რაღაც“.
„ისტორიული დღეა. ევროპარლამენტის წინ ვშლით კარვებს ქართველები და ვიწყებთ შიმშილობას, კონკრეტული მოთხოვნით: არ აღიარონ გაყალბებული ს შედეგები, გამოფხიზლდეს დასავლეთი და დაასანქციროს ის პირები, ვინც გააყალბა “, – ამბობს იგი.
დღეს, 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტი შეიკრიბა. სხდომას დაესწრნენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მათვე აღიარების პარლამენტის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, რაც, კონსტიტუციონალისტების თქმით, იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს სარჩლის განხილვის დასრულებამდე შეკრების უფლება არ ჰქონდა.
გარეკანის ფოტო: მოძრაობა „ქარები“

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში