ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს სამიტი გაიხსნება, რომელზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი დაიწყება. ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიული ომის უახლეს მოვლენებს და უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას.
ამასთან, სამიტის დროს ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, მათ შორის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესს და ამ კუთხით შემდგომ ნაბიჯებს.
გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, სთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
განსახილველ საკითხებს შორისაა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაც. ამასთან, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ოქტომბერში ბოლო შეხვედრის განხილვის საფუძველზე, ევროკავშირის ლიდერები, შეთანხმების მიღწევის მიზნით, 2021-2027 წლების მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე იმსჯელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

საია-ს თავმჯდომარე 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლებაზე: იმ მუხლზე, რომელზეც სასჯელს იხდიდნენ, ამნისტია წესით არ უნდა გავრცელებულიყო – საინტერესოა, რა საფუძვლით მიიღეს მათ შეღავათები