ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიას, ასევე, ახლო აღმოსავლეთში, საჰელის რეგიონსა და სუდანში განვითარებულ უახლეს მოვლენებს განიხილავენ.
ამასთან, მინისტრები წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ ბელარუსის ჰიბრიდულ თავდასხმებთან და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ.
შეხვედრა ბრიუსელში, 8:30 საათზე (თბილისის დროით 11:30 საათი) დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კაია კალასი პრესკონფერენციას გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფისთვის დააკავეს – სასამართლოში გექნებათ საშუალება, მოისმინოთ არგუმენტები

სიმონ ჯანაშია – ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე კითხვა უნდა დავსვათ ასე: რატომ ახლა, პასუხი მარტივია: პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო – ცნობილი კაციჭამია რომ გასამართლდეს, იქაც გაჩნდება კითხვა, რადგან სასამართლო გვაქვს უსამართლო