ბრიუსელში ბიუროკრატები ათასგვარი გამოგონილი საბაბით ქვას ქვაზე არ ტოვებენ და თავადვე უკვე მერამდენედ მოდიან წინააღმდეგობაში საკუთარ კვლევებთან

ბრიუსელში ბიუროკრატები ათასგვარი გამოგონილი საბაბით ქვას ქვაზე არ ტოვებენ და თავადვე უკვე მერამდენედ მოდიან წინააღმდეგობაში საკუთარ კვლევებთან
იმ დროს, როდესაც ბრიუსელში ბიუროკრატები ათასგვარი გამოგონილი საბაბით თავიანთი მოკლე ჭკუით ქვას ქვაზე არ ტოვებენ, ყოველ დღე შენიღბულად თუ შეუნიღბავად მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველოში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ადგილობრივი მეხუთე კოლონის მეშვეობით ძალადობრივი გაზით ჩამოაშორონ ხელისუფლებას, თავადვე უკვე მერამდენედ მოდიან უდიდეს წინააღმდეგობაში საკუთარ – ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევებთან, – ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი მეტყველებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ტყუილებს, სიცრუესა და მანიპულაციას, თავად ევროკავშირი ეწინააღმდეგება. “იმ დროს, როდესაც ბრიუსელში ბიუროკრატები ათასგვარი გამოგონილი საბაბით თავიანთი მოკლე ჭკუით ქვას ქვაზე არ ტოვებენ, ყოველ დღე შენიღბულად თუ შეუნიღბავად მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველოში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ადგილობრივი მეხუთე კოლონის მეშვეობით ძალადობრივი გაზით ჩამოაშორონ ხელისუფლებას, თავადვე უკვე მერამდენედ მოდიან უდიდეს წინააღმდეგობაში საკუთარი – ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევებთან.
ამჯერად ევროკომისიის გამოქვეყნებული მასალის “კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსის” მიხედვით საქართველო მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო ორმოცეულთა სიაში 38-ე ადგილს იკავებს. ყველაზე წინ დგას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც ინდექსით წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 10 ქვეყანას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ტყუილებს, სიცრუეს, მანიპულაციას, თაღლითობას, მიკერძოებას და საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრას თავად ევროკავშირში არ აქვს გასავალი. ამდენად შორს არ არის ის დრო, როდესაც არსებული სახით მოქმედი ევრობიუროკრატია თავად საკუთარი ხელითვე დაიშლება და მის ადგილს 2030 წლისათვის დაიკავებს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ერთგული ევროგაერთიანება და ამ ღირებულებების აღსრულების ერთგული მოხელეები.” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მრავლისმთქმელია აშშ-ის საელჩოს დუმილი შიგევროპელი აკაცუკების მხრიდან ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმასთან დაკავშირებით – არ იმჩნევენ მომხდარს, რადგან არ სურთ იმის აღიარება, რომ უკან შეუტრიალდათ მათ მიერ დატრენინგებული დამნაშავეები

ბექა კობახიძე გამოირჩევა ქვეყნის და ეკლესიის მტრობით, როგორ შეიძლება ის აირჩიო ქართველი ხალხისთვის სპიკერად, რაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გააკეთა – როცა თანამშრომლობ კობახიძესთან, ნიშნავს, რომ იზიარებ რადიკალიზმს და იღებ მის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას

საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში

ევროკომისიის პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა, რაც “ქართული ოცნების”გუნდის პრაგმატული და მოქალაქის ინტერესებზე მორგებული მმართველობითი მოდელის ეფექტურობის დადასტურებაა