ბრიუსელის აეროპორტმა ხუთშაბათს საღამოს უცნობი დრონის დაფიქსირების გამო შეაჩერა ოპერაციები – ეს მესამე მსგავსი ინციდენტია ერთ კვირაში.
მედიის ინფორმაციით, ბელგიის საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურმა ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტის დახურვის ბრძანება ადგილობრივი დროით 21:20 საათზე გასცა. აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა დაახლოებით 22:00 საათისთვის აღდგა.
ცნობისთვის, ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტმა სამშაბათს მუშაობა ორჯერ შეაჩერა.




