ბრიტანულ-ქართულ აკადემიის კურსდამთავრებულები დირექტორის თანამდებობაზე აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორის ნათია ჯანაშიას დაბრუნებას მოითხოვენ

„კეთილაძე, გამოდი!“ – სკანდირებდნენ დილის 8 საათიდან ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულები ინვესტორი კომპანიის მიერ სკოლის დირექტორად დანიშნული საკუთარი წარმომადგენლის გიორგი კეთილაძის მისამართით. აქციის მონაწილეები ინვესტორი კომპანიის მიერ სკოლის მენეჯმენტში უხეშ ჩარევას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ დირექტორის თანამდებობაზე აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორის ნათია ჯანაშიას დაბრუნებას, რომელიც კოლას დაარსების დღიდან უდგას სათავეში. „ინვესტორი ხედავს ფულს და არა განათლებას”, „BGA ოკუპირებულია“, „იყიდეს სკოლა, გაყიდეს განათლება“, „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სულგაყიდულების ადგილი არ არის“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აღჭურვილი დემონსტრანტები თავის მოთხოვნებს სკოლასთან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გამოხატავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს