ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულებმა სკოლის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ინვესტორი კომპანიის მიერ სკოლის მენეჯმენტში უხეშ ჩარევას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ დირექტორის თანამდებობაზე აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორის ნათია ჯანაშიას დაბრუნებას, რომელიც კოლას დაარსების დღიდან უდგას სათავეში. “ინვესტორი ხედავს ფულს და არა განათლებას”, “BGA ოკუპირებულია”, “იყიდეს სკოლა, გაყიდეს განათლება”, “ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სულგაყიდულების ადგილი არ არის” – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აღჭურვილი დემონსტრანტები ინვესტორის მიერ დანიშნული დირექტორის გიორგი კეთილაძის მისამართით სკანდირებდნენ: „კეთილაძე, გამოდი!“.
