ბრიტანულმა მაუწყებელმა Channel 4-მა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ცნობილმა ისტორიკოსმა და ტელეწამყვანმა ბეთანი ჰიუზმა გადაცემისთვის „TREASURES OF THE WORLD“ საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადაცემის მესამე სეზონი 6 აპრილს იწყება, ხოლო საქართველოს შესახებ 46-წუთიანი ფილმის პრემიერა 20 აპრილს არის დაგეგმილი.
„ბეთანი ჰიუზი ფილმში „საქართველო ცივილიზაციის თასი“ აღწერს ვარძიას, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, სვანეთს, თბილისს, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, არქეოლოგიურ მასალებს, ქვეყნის კულტურულ საგანძურს, ციხე-კოშკებს, ტაძრებსა და ქართულ ანბანს.
ფილმში ისტორიკოსი და ტელეწამყვანი ბეთანი ჰიუზი მაყურებელს აცნობს ლეგენდას ოქროს საწმისის შესახებ, სვანურ კოშკებს, სვანეთის ეკლესიებში დაცულ შუასაუკუნეების ხატებს, ვარძიაში მდებარე თამარის ფრესკას, ხერთვისის ციხეს, ძველი თბილისის არქიტექტურას და დმანისში აღმოჩენილ უძველეს არქეოლოგიურ ნიმუშებს.
ფილმში წარმოდგენილია ქვევრი, ქართული ღვინის წარმოების რვაათასწლიანი ისტორია, ქართული უნიკალური მუსიკა, პოლიფონიური სიმღერები და კულინარიული ტრადიციები.
ბეთანი ჰიუზის გადაცემაში „TREASURES OF THE WORLD“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია და კულტურა არის წარმოდგენილი. გადაცემათა ციკლი 2021 წლიდან მზადდება და პოპულარულია როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე -ში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ