ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი საქართველოში არ შემოუშვეს, ის ამას თავის საქმიანობას უკავშირებს

უილ ნილი 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. ის ქვეყანაში 20 მაისს არ შემუშვეს, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გააჩერეს და 45-წუთიანი ლოდინის შემდეგ უთხრეს, რომ საქართველოში შესვლა ეკრძალებოდა.
“სამშაბათს ღამით არ მომცეს საქართველოში შემოსვლის უფლება – ქვეყანაში, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემი სახლი იყო. ოფიციალური მიზეზი იყოს “სხვა”, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ჩემი აპრილის თვის გამგზავრებას ახლდა თან, ნათელია, რომ ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი ქვეყანაში ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება”, – წერს ის X-ზე.
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) წერს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში “პრესის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების კიდევ ერთი მაგალითია” და “პოლიტიკურად მოტივირებულია”, რომელიც “დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს”.
RSF წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სიძულვილის კამპანიას მის მიმართ, რომელიც აპრილში დაიწყო მას შემდეგ, რაც უილ ნილის საგამოძიებო სტატია ბრიტანულ გამოცემა Byline Times-ში გამოქვეყნდა. საუბარია გამოძიებაზე, რომელიც ს მოსკოვთან კავშირებზე წერს, ასევე სანქცირებული რუსი ოლიგარქის რომან აბრამმოვიჩის და ტვ იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის საინვესტიციო ჰოლდინგის Hunnewell Partners-ის სავარაუდო კავშირზე.
RSF მიუთითებს სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებზე, რომლებმაც უილ ნილს დიფ სთეითთან კავშირში მყოფი უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, სამთავრობო ტვ იმედმა კი ის მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.