ბრიტანეთს საქართველოს ხელში ჩაგდება უნდა (?) – კალაძის უცნაური განცხადება

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ბრიტანეთის მიერ მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირება “შანტაჟია”. “ოცნების” ლიდერი ირწმუნება, რომ დასავლეთს საქართველოს ხელში ჩაგდება უნდა.
ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდებოდა. თქვენ იცით, თუ როგორ უსამართლოდ ექცევიან ჩვენს ქვეყანას. დღესაც გრძელდება ეს, სხვათაშორის, მუდმივი შანტაჟი, მუდმივი ცილისწამება და მრძანებლური ტონი და ეს არის, უბრალოდ, შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტი კონკრეტული ადამიანების, კონრეტული მარალი თანამდებობის პირების დასანქცირება. ამით სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ჩაიგდონ ხელში, – ამბობს კალაძე.
კალაძის კომენტარს ტვ პირველი აქვეყნებს.
ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დიდმა ბრიტანეთმა ორივე მათგანს ფინანსური სანქციები დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – მმართველი პარტია საქართველოს იზოლაციაში მოქცევას მოსკოვის წაქეზებით ცდილობს – რაც თქვენგან გვჭირდება, არის ყურადღება, ყურადღება და ყურადღება

გიორგი ბაჩიაშვილი – არ ვარ დამნაშავე, მთელი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურე – შურისძიებაა ჩემი მშობლების წინააღმდეგ გამოძიებაც, მამაჩემი ქირურგია და ადამიანებს ეხმარებოდა, დედაჩემი კი ცნობილი ოჯახის ექიმია, ეს არის უნამუსობა, ჩირქის მოცხება