ბრიტანეთმა შსს-ს 5 მაღალჩინოსანი დაასანქცირა

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაადო შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს: ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილს, გდდ-ს უფროს ზვიად ხარაზიშვილს, და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს.
აღნიშნულ პირებს ეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში შესვლა და არსებობის შემთხვევაში გაიყინება მათი UK – ის ეკონომიკაში არსებული აქტივები.
ნეტგაზეთი UK-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე.
• ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სანქცირებულ ხუთ პირს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
• სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.
დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ.
ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის.
დღეს დასანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და პოლიციის სამი მაღალჩინოსანი. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს.
განცხადება მოჰყვა გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პროგრამებისთვის და შეზღუდოს ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამმიმ განაცხადა:
„დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლება შეძლონ თავისი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება.
„ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით და განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
დღეს სანქცირებული პირები არიან:
• ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
• ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
• სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
• ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი
• მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად. ცნობები ინდივიდების სამიზნედ ამოღებასა და ცემის შესახებ დადასტურებულია საქართველოს სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) მიერ.
გაეროს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევა საქართველოში. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), რომლის წევრიც საქართველო თავად არის, შეკრების თავისუფლების ასეთ ჩახშობას სერიოზული დარღვევა უწოდა.
ივნისში დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა ყოველწლიური სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ საქართველოსთან ანტიდასავლური რიტორიკის გაზრდისა და კრემლის მიერ შთაგონებული კანონების მიღების საპასუხოდ, რომელიც ზღუდავს მედიის თავისუფლებებს და ზღუდავს ქართველი ხალხის თანასწორობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე – მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძე – რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა

პრემიერი – რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი