ბრიტანეთმა დაასანქცირა იმ ციხის ხელმძღვანელობა, რომელშიც ნავალნი დაიღუპა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ს ციხის, „პოლარული მგელის“ ხელმძღვანელ თანამშრომლებს. სწორედ ამ ციხეში, 16 თებერვალს, ოპოზიციონერი დაიღუპა.
სანქციები ლონდონმა დაუწესა ექვს პირს, მათ შორის ციხის უფროს ვადიმ კალინინს. ბრიტანეთის მთავრობამ ისინი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაასანქცირა. მათ აეკრძალათ ბრიტანეთში შესვლა. ასევე გათვალისწინებულია მათი აქტივების გაყინვა, აღნიშნავს „მედუზა“.
„ცხადია, რომ ს ხელისუფლება ნავალნიში საფრთხეს ხედავდა და არაერთხელ სცადა მისი გაჩუმება. 2020 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] თანამშრომლებმა იგი “ნოვიჩოკით” მოწამლეს, დააპატიმრეს მშვიდობიანი პოლიტიკური საქმიანობისთვის და გააგზავნეს არქტიკაში მდებარე კოლონიაში. არავინ უნდა შეიტანოს ეჭვი რუსული სისტემის რეპრესიულ ბუნებაში. სწორედ ამიტომ, დღეს ვასანქცირებთ ყველაზე მაღალჩინოსან თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნავალნის მოპყრობაზე კოლონიაში, სადაც მან ბოლო თვეები გაატარა“, – განაცხადა დეივიდ კემერონმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თეთრი სახლის ცნობით, 23 თებერვალს -ც გამოაცხადებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა