ბრიტანეთი ს დახმარებას პირდება, “რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება”

ხუთშაბათს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა ს ყოველწლიური 3 მილიარდი ფუნტის (3.74 მილიარდი დოლარი) ოდენობის სამხედრო დახმარება აღუთქვა “რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება”. მან იქვე დაამატა, რომ ლონდონი ს შიგნით ამ იარაღის გამოყენებას არ ეწინააღმდეგება.
“ყოველ წელს 3 მილიარდ ფუნტს გადავცემთ, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ჩვენ უბრალოდ ნამდვილად ამოვწურეთ ყველაფერი, რაც აღჭურვილობის გადაცემის საკითხში შეგვეძლო”, უთხრა კამერონმა “როიტერს” კიევში ვიზიტის თაობაზე მიცემულ ინტერვიუში და დაამატა, რომ დახმარების ეს პაკეტი, ამ დრომდე ბრიტანეთისგან ყველაზე დიდი მოცულობისაა.
“ზოგიერთი ის (აღჭურვილობა) ამ წუთს უკვე უკრაინაში შედის”, თქვა მან.
კამერონმა თქვა, რომ უკრაინას აქვს უფლება, ლონდონის მიერ მიწოდებული იარაღით ს შიგნით სამიზნეებს დაარტყას და ს გადასაწყვეტია ამას თუ გააკეთებს.
“უკრაინას ეს უფლება აქვს. იმ დროს, როდესაც რუსეთი უკრაინის შიგნით ურტყამს, ადვილად გასაგებია უკრაინა რატომ გრძნობს, რომ საკუთარი თავის დაცვა უნდა უზრუნველჰყოს”, უთხრა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა “როიტერს”

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ