ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე – ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო სრულად დაუჭერს მხარს

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე – ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო სრულად დაუჭერს მხარს
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, იმ ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული “დედის რძე”, რომლებიც დაბადებისას მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე.
ამის შესახებ გამოცემა “ტელეგრაფი” წერს. საავადმყოფოების გაერთიანება, რომელიც მართავს სასექსის საგრაფოს ჰოსპიტალს, უორთინგის ჰოსპიტალს და სამეფო ალექსანდრას ბავშვთა საავადმყოფოს, პირველი იყო ბრიტანეთში, რომელმაც გამოიყენა ტერმინი „მკერდით კვება“ ძუძუთი კვების ნაცვლად, რადგან ზოგიერთის აზრით, ის უფრო ინკლუზიურად ითვლება. გაერთიანებამ შექმნა ის, რასაც ეწოდა ბრიტანეთის „პირველი კლინიკური და ენობრივი გაიდლაინები, რომლებიც მხარს უჭერენ ტრანს და არაბინარულ მშობიარე ადამიანების“ 2021 წელს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ დაბადებით მამაკაცმა ძუძუთი კვება შეძლოს, მას უნდა განუვითარდეს რძის წარმომქმნელი ჯირკვლები ჰორმონ პროგესტინის მიღებით. მათივე ცნობით, “პრეპარატით გამოწვეული” “ძუძუთი კვების” დროს გამოყოფილი სითხე, “შედარებადია” დედის რძესთან და შესაძლოა მას გაუთანაბრდეს. როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის გვერდზეა მითითებული, თუ პირი ტრანსი ან არაბინარულია და მას “მკერდით კვება” შეუძლია, მისი გადასაწყვეტია, გამოკვებავს თუ არა ჩვილს. ის ყველა შემთხვევაში, სრულ მხარდაჭერას მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან,
Next: ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! – ნინო ფოჩხუა