ბრიტანეთის პრემიერი ვაშინგტონშია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. დღეს, 27 თებერვალს ის თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხვდება. მოლაპარაკების ყურადღების ცენტრში ში მიმდინარე ომი და ორმხრივი სავაჭრო კავშირები იქნება.
შეხვედრას წინ უძღვის შეერთებული შტატების ლიდერის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელიც ითხოვს, რომ ევროპის კონტინენტი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეყრდნობოდეს ვაშინგტონს. ტრამპი ევროპის ქვეყნების მიმართ სავაჭრო ტარიფების გაზრდასაც განიხილავს.
პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ნატოს ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე უნდა გაზარდონ. სტარმერის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკელი გადამხდელები ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად “ევროპელებზე მეტს არ უნდა იხდიდნენ”.
ვაშინგტონში ჩასვლის წინ სტარმერმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო თავდაცვის ბიუჯეტისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს გახარჯავს და ეს 2027 წლამდე მოხდება. “პრეზიდენტი ტრამპი ფიქრობს, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ [თავდაცვისთვის] და მე მას ვეთანხმები. ეს ამ საკითხზე ჩემს მოსაზრებებს ემთხვევა”,- თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
სტარმერის თქმით, ის ასევე აპირებს მომავალი პარლამენტის არჩევისთანავე, თავდაცვის ხარჯების 3%-მდე გაზრდას, რაც 2029 წელს არის დაგეგმილი. „ამ კვირაში, როცა პრეზიდენტ ტრამპს შევხვდები, ცხადად ვეტყვი: მსურს, რომ ეს ძლიერი ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განუცხადა სტარმერმა ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს ვაშინგტონში გაფრენამდე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ შეერთებულ შტატებთან ბრიტანეთს „ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ალიანსი“ აქვს.
სტარმერის ვიზიტს წინ უძღოდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ვაშინგტონში ჩასვლა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უკრაინის თაობაზე საუბარი. მაკრონი ევროპული სამშვიდობო ძალების შექმნისა და სთვის ს შემდგომი აგრესიისგან დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამშვიდობოების უკრაინაში გაგზავნის ინიციატივით გამოდის. ამ იდეას სტარმერმა მხარი მაშინვე დაუჭირა.