ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში: მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო

ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ნუსრატ განი საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადებას X-ზე გამოეხმაურა და ს გადაწყვეტილების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
“გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს. ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი” – წერს ნუსრატ განი X-ზე.