ბრიტანეთის მარეგულირებელმა დაამტკიცა Carlsberg-ის გარიგება Britvic-ის 3,3 მილიარდ ფუნტად ყიდვის შესახებ

გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის ორგანომ (CMA) დაამტკიცა გამაგრილებელი სასმელების ბრიტანული მწარმოებელი Britvic-ის შესყიდვა დანიის ლუდსახარში Carlsberg-ის მიერ 3,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგად (4,2 მილიარდი დოლარი), ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
კომპანიებმა გარიგების შესახებ მიმდინარე წლის ივლისში გამოაცხადეს. მისი თანხა, Britvic-ის ვალის გათვალისწინებით, 4,1 მილიარდი ფუნტი იქნება.
Britvic ფლობს რიგ საკუთარ ბრენდებს, ასევე ექსკლუზიურ უფლებებს PepsiCo სასმელების ჩამოსხმაზე, წარმოებასა და გაყიდვაზე დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში. მისი შეძენა როგორც ვარაუდობენ, Carlsberg–ს საშუალებას მისცემს გააუმჯობესოს თავისი პოზიცია დასავლეთ ევროპაში.
როგორც Britvic-ის პრესრელიზშია ნათქვამი, კომპანიებმა მიიღეს ყველა საჭირო მარეგულირებელი ნებართვა ტრანზაქციის დასასრულებლად, მათ შორის ევროკომისიისგან.
Carlsberg და Britvic ტრანზაქციის დახურვას 2025 წლის 16 იანვარს ელოდებიან.
interfax