გამოცემა Guardian-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ირანის სამხედრო ტაქტიკის უკან პუტინის “ფარული ხელი” დგას.
გამოცემა იუწყება, რომ გაერთიანებული ოპერაციების ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკ პერიმ ჰილის განუცხადა, რომ, სავარაუდოდ, რუსეთმა ირანსა და მის მოკავშირე ჯგუფებს “შაჰედის” ტიპის დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი რჩევები გადასცა.
ირანი აქტიურად უშვებს “შაჰედის” ტიპის დრონებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. პერის თქმით, ირანისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების დრონის პილოტები სულ უფრო ხშირად იყენებენ “რუსული ტაქტიკის” ელემენტებს.
Guardian-ის ცნობით, პერი ამბობს, რომ ირანელი პილოტები დრონებს “უფრო დაბალ სიმაღლეზე აფრენენ, რაც მათ ბევრად უფრო ეფექტურს ხდის,” რის შედეგადაც “შაჰედი” ირანის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღად იქცა.
ერბილის სამხედრო ბაზას, სადაც ბრიტანელი სამხედროები იმყოფებოდნენ, ღამის განმავლობაში თავს დაესხნენ. დიდი ბრიტანეთის მხარეს მსხვერპლი არ მოჰყვა.
შემთხვევასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ, Guardian იუწყება, რომ ჰილიმ ჯურნალისტებს განუცხადა, რომ ფიქრობს, “არავის გაუკვირდება იმის დაჯერება, რომ პუტინის ფარული ხელი, შესაძლოა, ირანის ზოგო სამხედრო ტაქტიკის უკან დგას და, შესაძლოა, ზოგი მათი შესაძლებლობების უკანაც.”
გამოცემის ცნობით, ჰილიმ ამბობს, რომ ეს ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდით ყველაზე მეტად სწორედ პუტინი სარგებლობს, რადგან ეს მას დამატებით ფინანსურ რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ მისი ომის საწარმოებლად.
Guardian წერს, რომ ჰილიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი შესაძლოა ცდილობდეს ჰორმუზის სრუტისის დანაღმვას.
გამოცემის ინფრომაციით, მან ასევე თქვა, რომ დიდ ბრიტანეთს ახლო აღმოსავლეთში “ავტონომიური სისტემები” აქვს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ირანული ნაღმების მოსაძებნად. თუმცა ნაღმსაწინააღმდეგო გემი HMS Middleton დიდ ბრიტანეთში ტექნიკური მომსახურებისთვის უკვე დაბრუნდა.
სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საფრანგეთმა, უკვე აღნიშნეს, რომ თუ კონფლიქტი შედარებით დასტაბილურდება, შესაძლოა, დაეხმარონ სავაჭრო გემების კონვოირებას. გამოცემის ცნობით, ჰილიმ არ გამორიცხავს, რომ დიდმა ბრიტანეთმაც მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ოფიციალური გეგმა ჯერ არ არსებობს.
ცნობისთვის, ახლო აღმოშავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა თითქმის სრულად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე – გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერია, რომლის გავლითაც ჩვეულებრივ მსოფლიოს ნავთობისა და ზღვით გადაზიდული ბუნებრივი აირის ტანკერების დაახლოებით მეხუთედი გადის.




