ბრიტანეთის ელჩი: შესაძლოა, კანონმა მნიშვნელოვნად დააზიანოს კარგი საქმეები, რასაც ვაკეთებთ

ვიტყვი, რას ნიშნავს ეს კანონი ჩვენი საელჩოს გადმოსახედიდან. შესაძლოა, ამ კანონმა მნიშნელოვნად დააზიანოს ბევრი კარგი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში. ერთ-ერთი დიდი ნაწილი, სადაც ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ, ეს შერიგების პროცესია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამ მხარდაჭერას სხვადასხვა სახე აქვს, საქმის ნაწილი ეუთოში მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის. გაერომ კიდევ ერთხელ დიდ ბრიტანეთთან ერთად უზრუნველჰყო რეზოლუცია დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. პოლიტიკურად ჩვენი მხარდაჭერა და პოზიცია სრულიად ნათელია, მაგრამ ამასთან დაფინანსებას რაც შეეხება ვთანამშრომლობთ სათემო ორგანიზაციებთან, ამ კანონით მათ უცხო აგენტის იარლიყი უნდა მიეკრათ. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი, ისინი საქართველოს მთავრობის შერიგების პოლიტიკის მხარდასაჭერად მუშაობენ, ამ კანონის რისკი ის არის, რომ მათი სტიგმატიზება შეიძლება მოხდეს და ეს სამუშაო გაჩერდეს.