ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზაზე ხანძარია – რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევმა დრონით თავდასხმა განახორციელა

რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონის განადგურებისას ნავთობბაზის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე ბოგომაზი იუწყება.
ს თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს. სამიზნის განადგურებისას კლინცოვის ნავთობბაზის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ჩამოვარდა“, – აცხადებს გუბერნატორი.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და ბრიანსკის ოლქის სახანძრო-სამაშველო ცენტრის სახანძრო ეკიპაჟები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დღეს დილით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული დრონი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება