შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 27 დეკემბერს თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღს მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი ( 1984 წელს დაბადებული ხ.ვ.) დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა, თბილისში, 1981 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული,” – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს თქმით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე ნახეთ:
· თბილისში ღამით კაცი მოკლეს | მოკლული, სავარაუდოდ, სამხედროა
