ბრაკონიერმა თეთრიწყაროში შველი მოკლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ ბრაკონიერმა შველი მოკლა.
„სამართალდამრღვევს თან ჰქონდა ორი გლუვლულიანი სანადირო იარაღი.
სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 5 ათასი ლარია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ბრაკონიერობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილის მეუღლე – ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას – რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია, არ მჯერა შეთქმულების თეორიების

გიორგი ბურჯანაძე – აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა – ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!