არაბიკას ყავის მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი ბრაზილია, კლიმატის ცვლილების გამო იძულებულია გადავიდეს რობუსტას მოყვანაზე, რომელიც იძლევა უფრო მწარე მარცვლებს, მაგრამ უძლებს მაღალ ტემპერატურას და მდგრადია დაავადებების მიმართ, – წერს Bloomberg.
არაბიკა რჩება ქვეყნის მთავარ საექსპორტო ყავად, მაგრამ რობუსტას წარმოება უფრო სწრაფად იზრდება – 81%-ზე მეტით ბოლო 10 წლის განმავლობაში, – აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით.
ფინანსური მომსახურების მიმწოდებელ კომპანია StoneX-ში ყავის ბაზრის ანალიტიკის მენეჯერი ფერნანდო მაქსიმილიანო სააგენტოსთან აცხადებს, რომ რობუსტას წარმოების ზრდა აუცილებლად მოთხოვნას არ გამოუწვევია. სინამდვილეში, მთავარი ფაქტორები, რამაც ხელი შეუწყო რობუსტას ზრდას, იყო კლიმატის პრობლემები და დანაკარგები არაბიკას მოსავალში, – განაცხადა მაქსიმილიანომ.
ბოლო სამი წლის განმავლობაში არაბიკას წარმოება ბრაზილიაში ყოველწლიურად დაახლოებით 2-2,5%-ით გაიზარდა, ხოლო რობუსტა დაახლოებით 4,8%-ით. StoneX ამას ხსნის რობუსტას უნარით, უკეთ გაუძლოს რთულ ამინდს და უფრო მაღალი მოგებიანობით.
ვრცლად liga.net–ზე




