ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა, პაულუ გონე ბრანკომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსა და 33 სხვა პირს ბრალი წაუყენა.
გენერალური პროკურორის ბრალდებებს ახლა ბრაზილიის უზენაესი სასამართლო განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში ბოლსონარუს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ და იგი სასამართლოს წინაშე წარსდგება.
ბრალდებების თანახმად, ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას მოწამვლას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე დე მორაეს მკვლელობას გეგმავდა.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან