ბრაზილიაში ხელახლა დააკავეს ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო, რომელიც დამნაშავედ ცნეს სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში (მიესაჯა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა) და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შინაპატიმრობაში ელოდა, წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე დე მორაეშის გადაწყვეტილებით, 70 წლის პოლიტიკოსის ხელახალი დაკავება პრევენციული ღონისძიების სახით აუცილებელი იყო, რადგან “გამოვლინდა ახალი ფაქტები“.
სასამართლოს მონაცემებით, „ახალი ფაქტები“ მოიცავს ფეხზე მონიტორინგის ელექტრონული სამაჯურის მონიტორის დაზიანების მცდელობას და საჯარო საპროტესტო აქციის გამართვის მოწოდებებს იმ საცხოვრებელი კომპლექსის შესასვლელთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ცხოვრობს.
ბრაზილიური საინფორმაციო სააგენტო G1-ის ცნობით, ჟაირ ბოლსონაროს ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება „ღრმა გაოგნებას“ იწვევს. მათი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საფრთხე ექმნება ბოლსონაროს სიცოცხლეს.
ჟაირ ბოლსონაროს ვაჟმა, ფლავიომ, ბრაზილიელმა სენატორმა, მხარდამჭერებს დედაქალაქ ბრაზილიაში, ყოფილი პრეზიდენტის სახლთან შეკრებისკენ მოუწოდა.
„იბრძოლებთ თქვენი ქვეყნისთვის, თუ ამ ყველაფერს დივანზე, ტელეფონში უყურებთ? გიწვევთ ჩვენთან ერთად იბრძოლოთ“, – განაცხადა მან სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტისთვის დართულ ვიდეოში.
ფლავიო ბოლსანაროს თქმით, „მსვლელობა“ ორგანიზებული იქნება ისე, რომ პოლიტიკოსის მხარდამჭერებს შეეძლოთ „ილოცონ მისი ჯანმრთელობისთვის და ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნებისთვის“.
ჟაირ ბოლსონარო დააკავეს და ფედერალური პოლიციის შტაბ-ბინაში გადაიყვანეს 22 ნოემბერს დილის 6:00 საათზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)