ბრაზილიამ და საფრანგეთმა ამაზონის ტროპიკული ტყეების დასაცავად 1 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პროგრამა შექმნეს

ბრაზილიამ და საფრანგეთმა ამაზონის ტროპიკული ტყეების დასაცავად 1 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პროგრამა შექმნეს, – ამის შესახებ განცხადება ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაავრცელეს.
, რომელიც ბრაზილიაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება, ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას ამაზონის ტროპიკული ტყეების დაცვის ერთობლივი ინიციატივის წარსადგენად ბელენში შეხვდა.
„აქ, ბელენში, ამაზონის შუაგულში, ჩვენ, ბრაზილიამ და საფრანგეთმა, ამაზონის ქვეყნებმა, გადავწყვიტეთ, რომ ტროპიკული ტყეების დაცვის საერთაშორისო მხარდაჭერის ხელშეწყობისთვის გავერთიანდეთ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ემანუელ მაკრონმა და ლულამ განაცხადეს, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების დასაცავად თანხების გამოყოფა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოხდება.