ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით აფხაზეთში ისევ საპროტესტო აქცია დაიგეგმა

აფხაზეთში, საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას 15:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდებს, რომ “ბოლო მოეღოს პოლიტიკურ კრიზისს.”
“ასლან ბჟანია უნდა გადადგეს, რომ ქვეყანაში ვითარება სტაბილური გახდეს,” – წერია განცხადებაში.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს აფხაზურ ინტელიგენციასთან აქვსhttps://t.me/respublicaabh/9868 შეხვედრა.
ბჟანიას გადადგომის მოთხოვნას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს.