ბჟანიამ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სატელეფონო საუბარში მიულოცა

ოკუპირებული ს დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიასა და ს პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
კრემლის ინფორმაციით, ბჟანიამ ვლადიმირ პუტინს თბილი სიტყვებით მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. ე.წ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა დამაჯერებლად მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ მოქალაქეები ფართოდ უჭერენ მხარს რუსეთის ხელისუფლების კურსს, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო არენაზე ქვეყნის პოზიციების განმტკიცების შესახებ.
„ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, კიდევ უფრო გააძლიეროს მოკავშირე ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის, რუსი და აფხაზი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინს მხარი დაუჭირა 38 945-მა ადამიანმა, რაც ხმების 94%-ია.
მანამდე პუტინს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა. ე.წ. სამხრეთ ოსეთში პუტინს მხარი დაუჭირა 14 688 ადამიანმა (96.3%).
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 მარტს დაგმო ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს „ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი არჩევნების ჩატარება უკანონოა ოკუპაციის ფონზე, რაც დადგენილია მათ შორის საერთაშორისო სასამართლოების მიერ, და იმ პირობებში, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ