ბჟანიამ არძინბა ე.წ. საგარეო მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა

ოკუპირებული ს მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზი დასახელებული არაა.
ე.წ. საგარეო მინისტრის მოვალეობას არძინბას მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შეასრულებს.
აფხაზური მედიის ცნობით, ინალ არძნბა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოებამ დაკითხვაზე დაიბარა. ასევე, გავრცელდა ცნობები, რომ ბჟანიას გადაწყვეტილებით უკვე ერთი კვირაა, რაც მას ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება ეკრძალება.
გასულ დღეებში ინალ არძინბა ს პირველი არხის ახალ პროექტში “გლობალურ უმრავლესობაში” ტელეწამყვანად გამოჩნდა, რაც ოკუპირებულ რეგიონში განხილვის საგანი იყო. ის ამ პროექტის ფარგლებში უკვე ესაუბრა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს.
არძნბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის ოკუპირებული აფხაზეთის პირველი ე.წ. პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია.
აქამდე, 2014-2018 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დსთ-ს ქვეყნებთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის მართვის სტრუქტურაში მუშაობდა. 2018 წელს იგი გახდა რუსეთის პატრიარქის კირილის დაქვემდებარებაში შექმნილი ახალგაზრდობის საკითხთა რელიგიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე.
არძინბა ბოლო ხნის განმავლობაში აქტიურად უჭერდა მხარს უცხოელ აგენტთა კანონს, რომლის მიღებაც ოკუპირებულ რეგიონში იგეგმება. დოკუმენტი ე.წ. პარლამენტს განსახილველად უკვე გადაეცა. არძინბა აკრიტიკებდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, -ს სახელმწიფო დეპარტამენტს, USAID-სა და ევროკავშირს “აფხაზეთის აგრესიულ იზოლაციაში” ადანაშაულებდა.