“ბოტაფოგო” შევაშინეთ – “სიეტლ საუნდერსის” მწვრთნელი “ატლეტიკოს” ბრძოლას ჰპირდება

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში „სიეტლ საინდერსი“ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ამერიკული გუნდის მწვრთნელმა ბრაიან შმეტცერმა თქვა, რომ მიუხედავად ტურნირზე პირველ მატჩში „ბოტაფოგოსთან“ 1:2 წაგებისა, მისი შეგირდები ოპტიმისტურად არიან განწყობილი:
„ეს ემოციური იყო, ჩვენ „ბოტაფოგო“ მართლა შევაშინეთ. ამიტომ იგივეს გაკეთებას ვაპირებთ. ფავორიტები არ ვართ, ეს გვესმის, საკუთარი ადგილი ვიცით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ. შანსის მისაღებად თავს არ დავზოგავთ.
მეტოქეს გრძელი სეზონი ჰქონდა, ჩვენ კი შუა სეზონი გვაქვს. შეგვიძლია თუ არა ეს გამოვიყენოთ? ცდას არ დავაკლებთ და ვნახოთ რა გამოგვივა“.
„სიეტლ საუნდერსისა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრა 20 ივნისს, თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება. 23 ივნისს, მესამე ტურში „სიეტლ საუნდერსი“ პსჟ-ს დაუპირისპირდება.
[VIDEO] გადაწერილი საფეხბურთო ისტორია – მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მსაჯმა ახალი წესი გამოიყენა