„ბოტაფოგოსთან“ მატჩის შედეგმა გაგვაკვირვა, შემდეგი შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ – ხვიჩა კვარაცხელია

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ს „პარი სენ-ჟერმენი“ „ბოტაფოგოსთან“ 0:1 დამარცხდა.
მატჩის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ შედეგით გუნდში ყველა გაკვირვებულია, თუმცა ახლა შემდეგი შეხვედრისთვის მაქსიმალური კონცენტრაციით აპირებენ მომზადებას.
კვარაცხელიას იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებს შორის განსხვავების შესახებაც ჰკითხეს.
„შედეგმა გაგვაკვირვა. ახლა საკუთარი თამაში და გამოუყენებელი მომენტები უნდა განვიხილოთ. შემდეგი მატჩისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ. „სიეტლთან“ შეხვედრისთვის კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.
იტალიაში ლიგა 1-ზე ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ როცა საფრანგეთში ჩავედი, დავინახე, რომ დიდი განსხვავება არაა. აქ ყველა უტევს, იტალიაში კი თამაში უფრო ტაქტიკურია და ესაა ყველაზე დიდი სხვაობა.
პსჟ ისეთი გუნდია, სადაც ერთი ერთზე თამაში შემიძლია და ეს ძალიან მახარებს. თავისუფლად ვთამაშობ ჩემს გუნდთან ერთად“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „სიეტლ სანდერსის“ მატჩი 23 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.