ბოსნიის სერბთა რესპუბლიკამ „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტი უკან გაიწვია

ბოსნიისა და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკამ 28 მაისს, ღამით უკან გაიწვია „უცხოელი აგენტების“ საკამათო კანონპროექტი, რომელიც მიზნად საერთაშორისო დაფინანსების მიმღები არაკომერციული ორგანიზაციების რეესტრის შექმნას.
მსგავსი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით საბოლოოდ მიიღო.
ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებლის RTRS-ის ცნობით, კანონპროექტი თავდაპირველად ბოსნიელი სერბების ასამბლეის დღის წესრიგში იყო, მაგრამ ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ კანონპროექტი ამოიღო საპარლამენტო პროცედურებიდან.
მიზეზები მას არ განუმარტავს.
Euractiv-ის თანახმად, კანონპროექტი იყო ერთ-ერთი იმ პოლიტიკური ნაბიჯებიდან, რომლებიც შემუშავებული იყო ბოსნიელი სერბების პრორუსი ლიდერის, მილორად დოდიკის მიერ.
დოდიკმა თქვა, რომ კანონთან დაკავშირებით გარკვეული პროტესტი „ევროპულ ნორმებს“ უკავშირდება.
„რადგან სერბთა რესპუბლიკა ერთგულია ევროპული გზისა, ჩვენ შევთანხმდით [კანონპროექტის] გაწვევაზე და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობასთან და ევროპულ სამართლებრივ პრაქტიკასთან დამატებით ჰარმონიზაციაზე“, — დაწერა დოდიკმა X-ზე.
დოდიკის თქმით, კანონპროექტი, რომელსაც დეპუტატებმა თავდაპირველად გასული წლის სექტემბერში დაუჭირეს მხარი, საპარლამენტო პროცედურას დროულად დაუბრუნდება.
ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა, კანდიდატის სტატუსი კი 2022 წლის დეკემბერში მიიღო. მიმდინარე წლის მარტში ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას.
ევროპულმა საბჭომ კომისიას დაავალა, მოამზადოს მოლაპარაკებების ჩარჩო, როგორც კი რეკომენდაციები შესაბამისად შესრულდება.
სერბთა რესპუბლიკისა და დოდიკის შესახებ
სერბთა რესპუბლიკა არის ბოსნია-ჰერცეგოვინის ავტონომიური ერთეული, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური სერბები შეადგენენ.
სერბთა რესპუბლიკის ლიდერია ს პრეზიდენტ ს მოკავშირე მილორად დოდიკი, რომელიც არაერთხელ გამოსულა ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის ბოსნია-ჰერცეგოვინიდან გამოყოფისა და სერბეთთან გაერთიანებას იდეით.
მილორად დოდიკმა გასულ წელს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
ბალკანეთში კრემლის მოკავშირეს ურთიერთობების ისტორია აქვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთანაც. 2015 წლის ბოლოს დოდიკმა მიიღო ს მაშინდელი დე ფაქტო საგარეო მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა.
ბოსნიელ სერბთა დელეგაციას, რომელიც ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე და ქალაქების მერები მონაწილეობდნენ, ასევე დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ