ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა სპრსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი
რესპუბლიკა სპრსკაში სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის გამომწვევი კანონპროექტი ითვალისწინებდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებას სპეციალურ რეესტრში და კონკრეტულ შემთხვევებში არ გამორიცხავდა მათი მუშაობის აკრძალვასაც
ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.