ბორჯღალოსნები ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩს ხვალ გამართავენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩამდე ერთი დღე რჩება – ხვალ, ბორჯღალოსნები ბათუმში ფიჯის გუნდს უმასპინძლებენ.
მთავარი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით „აჭარაბეთ არენაზე“ გუნდის კაპიტნის ვარჯიში დღეს 10 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც მედიისთვის კომენტარებიც გაკეთდება. საქართველოს ნაკრებს კუნძულელებთან მატჩში ვერ დაეხმარება მერაბ შარიქაძე, რომლის არყოფნაშიც კაპიტანი ბექა გორგაძე იქნება.
საქართველო – ფიჯის შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხვალ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ