ბორჯომში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი – „მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის“, ჩატარდა

ბორჯომში, ს ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი „მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის“ ჩატარდა.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
„პროექტი ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორიცაა საჯარო გამოსვლების ხელოვნება, კრიტიკული აზროვნება, კონფლიქტოლოგიის საფუძვლები, ლიდერის უნარები, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორია და ძირითადი ეტაპები, ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ საკითხები და ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობა.
დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ისაუბრეს შთაბეჭდილებებზე, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე.
პროექტი ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო მონაწილე ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა და მათი აღჭურვა იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გააქტიურებისთვის და დიალოგის პროცესში კონსტრუქციული ჩართვისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.