ბორჯომში ავარიას ტრაილერის მძღოლი ემსხვერპლა

გვიან ღამით, ბორჯომის სოფელ კორტანეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერის მძღოლი დაიღუპა.
სატვირთო მანქანა მტკვარში გადავარდა.
გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.