ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 741 ბენეფიციარს საჩუქრად 100-100 ლარი ჩაურიცხა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ პროგრამაში ჩართულ 741 ბენეფიციარს საჩუქრად 100-100 ლარი ჩაურიცხა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფულადი დახმარება მიიღო: მრავალშვილიანმა ოჯახებმა; დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა;18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა; მარტოხელა მშობლებმა;მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა; მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა; ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა; (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს) საქართველოს მთლიანობისთვის ომის შშმ პირებმა (მათ შორის დევნილები); ავღანეთის ომის ვეტერანებმა; ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა; 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა; 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ პირებმა;
„ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ როგორც აღდგომის, ასევე ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.
მუნიციპალიტეტში 23 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალური მხარდაჭერა წარმოადგენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის