ბორის ჯონსონის განცხადებით, ნატოს უკრაინის მიმართ დანაშაულის ღრმა განცდა აქვს, რადგან …

გაერთიანებული სამეფოს ექსპრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ნატოს უკრაინის მიმართ დანაშაულის ღრმა განცდა აქვს, რადგან ალიანსის უმოქმედობამ შესაძლებელი გახადა ს შეჭრა ში. ამის შესახებ ჯონსონმა „ბიბისისთან“ საუბარში აღნიშნა.

„ალიანსში დანაშაულის ღრმა გრძნობა არსებობს. ალიანსს რომ შეესრულებინა, ის რასაც დაჰპირდა უკრაინას, მაშინ სავარაუდოდ პუტინი არ შეიჭრებოდა უკრაინაში“, – აღნიშნა ჯონსონმა.

ჯონსონის თქმით, ნატო ცდილობდა ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას, რასაც საბოლოოდ დამღუპველი შედეგები მოჰყვა.

„ჩვენი კოლექტიური ორაზროვანი პოზიცია – ორ სკამზე ერთდროულად ჯდომის მარადიული მცდელობა ჩავარდა და პუტინმა თქვა „დიახ, ისინი {ნატო} არასერიოზულები არიან“, – აცხადებს ჯონსონი.

უკრაინა და ნატო

ალიანსმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ალიანსში წევრობის კარი უკვე ღიაა, მაგრამ ომის დროს ის ნატოს წევრი ვერ გახდება.

ვილნიუსში, ივლისის სამიტზე, უკრაინის წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნა გაუქმდა.ითქვა, რომ მოწვევის მისაღებად საჭიროა ნატოს ყველა წევრის თანხმობა და მთელი რიგი პირობების შესრულება.