ბორის სოკოლოვი – რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება

რუსეთში სავალუტო კრიზისის ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე “ინტერპრესნიუსი“ ცნობილ რუს ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა, რომელიც პირველი განათლებით ეკონომისტი აღმოჩნდა და როგორც თავად გვითხრა, „ეკონომიკურ საკითხებში ერკვევა.“

– ბატონო ბორის, შესაძლოა, გაგიკვირდეთ, რომ ეკონომიკურ საკითხებზე მინდა გესაუბროთ, მაგრამ იმედია არ გაგვიბრაზდებით…

– ნამდვილად არაა პრობლემა, რადგან, ვიდრე ისტორიკოსი გავხდებოდი, პირველი განათლება ეკონომიკური მაქვს მიღებული და ამ სფეროში ვერკვევი…

– ძალიან გამახარეთ. მორიგი ამერიკული სანქციის შემდეგ მოსკოვის სავალუტო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა. რუსეთში ვალუტით თავისუფალი ვაჭრობა შეწყდა, რაც იმას ნიშნავს რომ რუსეთში აღარ არსებობს რუსული რუბლის კურსის დადგენის საბაზრო მექანიზმები.

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები თუ რა ხდება რუსეთში მას შემდეგ, რაც მოსკოვის სავალუტო ბირჟამ მუშაობა შეწყვიტა?

ის მოცემულობა, რის წინაშეც აღმოჩნდა , რა გავლენას იქონიებს რუსულ ეკონომიკაზე?

 ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ იგი დოლარისა და ევროს ფასთან დაკავშირებით ორიენტაციას აიღებს იმ კურსზე, რომლითაც ერთმანეთში ივაჭრებენ რუსეთის უმსხვილესი ბანკები. ამგვარი გადაწყვეტილება რამდენად ადეკვატურია ძნელია თქმა, რადგან რუსეთის უმსხვილესი ბანკები თავად არიან დასანქცირებული და სანქციების ქვეშ და პირდაპირ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ვალუტების ვაჭრობაში.

მეორე ვარიანტია – დოლარსა და რუბლს შორის კურსი დადგინდეს დოლარსა და ჩინურ იუანს შორის თანაფარდობის მიხედვით და შემდეგ ამის საფუძველზე განისაზღვროს რუსულ რუბლსა და დოლარს შორის თანაფარდობა. მაგრამ, ესეც საეჭვო პრაქტიკაა რადგან ჩინური იუანი თავის თავად არაკონვერტირებადი ვალუტაა. დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ ჩინური იუანის კურსი ხელოვნურადაა დაწეული, ამიტომ, ასეთ ვითარებაშიც როგორ იქნება საქმე, მიჭირს თქმა.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის სავალუტო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა, ოფიციალური მონაცემებით ვალუტის კურსის ცვლილება არ შეიმჩნევა. მესმის, რომ ეს კურსი რუსული ცენტრობანკის დირექტივის შედეგია.

ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რუსეთის ძირითადი ექსპორტიორები, რომლებიც ნავთობისა და სხვა რესურსების ექსპორტით არიან დაკავებული, სახელმწიფოს ვალუტას აწვდიან. თუ ნავთობისა და სხვა რესურსების ექსპორტი შემცირდა, სახელმწიფო ნაკლებ ვალუტას მიიღებს.

მე ძნელად წარმომიდგენია ამ პრობლემის გადაწყვეტის რა გზა აირჩევს ხელისუფლება. როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში ამ საკითხზე გარკვეული მექანიზმების იქნება მიღებული. მეტი დრო უნდა გავიდეს და მე უფრო იქნება შესაძლებელი დასკვნების გასაკეთებლად.

– გერმანული „დოჩე ველე“-ს მოსკოვური კორესპონდენტის ცნობით, თუ რუსეთის სავალუტო ბირჟისთვის სანქციების დაწესებამდე 1 დოლარის ფასი 90 რუბლი იყო, მოსკოვში დოლარის ფასი სწრაფად გაიზარდა და ახლა 1 დოლარი 120 რუბლიდან 200 რუბლს შორის მერყეობს.

ამგვარი ვითარება რა რეალურ საფრთხეს შეუქმნის რუსულ ეკონომიკას?

– ზოგიერთი ბანკი 1 დოლარს ყიდის 200 მანეთად, მაგრამ 1 დოლარს ყიდულობენ 50 რუბლად. ასეთი პრაქტიკა რამდენად რეალური იქნება ახლა რთულია თქმა, რადგან არ ვიცით ამ დღეებში რა მოცულობის დოლარზე იყო მოთხოვნა.

ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გამოგნელდება, რადგან შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ აქვს.

ჩემი ვარაუდით, ხელისუფლება დოლარის რუსულ რუბლთან თანაფარდობის შესაბამისი კურსის დადგენას ჩინურ იუანზე დაიწყებს. ვფიქრობ, რომ ეს არასაიმედო მექანიზმი იქნება, მაგრამ, სხვა გზა რეალურად არც არსებობს.

– ფაქტია, რომ მალე რუსეთში დოლარის დეფიციტი სულ უფრო ხელშესახები გახდება, მაგრამ, თუ ისეა, როგორც თქვენ ამბობთ, მხედველობაში მაქვს ჩინურ იუანზე სწორება, წესით ახლა მოსკოვში ჩინურ იუანზე უნდა იყოს გაზრდილი მოთხოვნა?

– მე რამდენადაც მესმის, რუსულ ცენტრობანკს ჩინური იუანი საკმაოდ ბევრი აქვს, მაგრამ, საქმე ისაა, რომ იუანი, როგორც ვთქვი, არაკონვერტირებადი ვალუტაა. ანუ, იუანის დოლარზე თავისუფლად გადაცვლა შეუძლებელია.

– გასული კვირის ბოლოს ჩინეთმა შეაჩერა რუსეთთან, ფულადი გზავნილების გადარიცხვა. ახლა საინტერესოა რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა როგორ გრძელდება?

რადგან რუსეთში იუანზე მოთხოვნა გაიზარდა, ბევრი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ახლა, შესაძლოა, ჩინეთმა დაიწყოს იუანზე დეფიციტის შექმნა?

– ჩინეთის მიერ რუსეთში გადარიცხვების შეჩერება სწორედ იმის გამოა შეჩერებული, რომ საკმაოდ რთული პროცესია დოლარსა და ჩინურ იუანზე შეფარდების დადგენა. ჩინეთი მაქსიმალურად შეეცდება ამ ვითარებაში არ დაზარალდეს.

მაშინ როცა რუსეთში სავალუტო ბირჟის მუშაობა შეჩერებულია და დოლარსა და რუსულ რუბლს შორის თანაფარდობის მექანიზმი რეალურად არ არსებობს, იუანსა და რუსულ რუბლს შორის თანაფარდობის დადგენაც რთულია.

– ის, რომ მოსკოვის სავალუტო ბირჟა არ მუშაობს, ეს ეკონომიკის ბევრს სფეროებს შეუქმნის პრობლემებს. თქვენი ვარაუდით, შექმნილი ვითარების გამო ეკონომიკის რომელი სფეროების დაზარალდებიან?

 ყველა ბიზნეს შეექმნება პრობლემები, რომელიც ექსპორტითა და იმპორტითაა დაკავებული. საქმე შესაძლოა იმან გაამარტივოს, რომ ახლა რუსეთში არასამხედრო იმპორტი შემცირებულია.

ძალიან ძნელია რამეს, თან დიდი მოცულობით ყიდვა, როცა არ იცი ამ პროდუქტს რა ფასად გაყიდი რუსეთში. ეს კი ეხება, საკმაოდ ვერ საქონელს. არადა, დაწესებულ სანქციების გამო რუსეთში სხვადასხვა მექანიზმებით სხვადასხვა პროდუქცია, რასაც ჩვენ ვერ ვაწარმოებთ კი შემოდის, მაგრამ, ახლა საკითხავი ისაა, ეს პროდუქცია რუსეთში რა ფასად უნდა გაიყიდის.

– ამბობთ, რომ ჩინური იუანი არაკონვერტირებადი ვალუტაა…

– რა თქმა უნდა, როცა ჩინური იუანის ღირებულებას ჩინეთის ხელისუფლება ადგენს და არა სავალუტო ბირჟა, მისი რეალური კონვერტირების სიზუსტეზე საუბარი საკმაოდ ძნელია. იუანის თავისუფლად ყიდვა შეუძლებელია. მსხვილ ჩინურ კომპანიას და ბიზნესმენს ჩინეთის ხელისუფლება აძლევს ნებართვას, რომ დოლარზე და ევროზე იუანის რა კურსით და რა ფასად შეიძლება რამე შეიძინოს.

ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის ან აწევა, ან დაწევა.

– თუ შექმნილ კრიტიკულ ვითარებაში რუსეთის პარტნიორი ჩინეთი აღმოჩნდა, ეს შესაძლოა საფრთხედ იქცეს რუსეთისათვის?

– შეუძლებელია ამ კრიტიკულ ვითარებაში რუსეთის მთავარი პარტნიორი ჩინეთი აღმოჩნდეს, რადგან რუსული ნავთობის ძირითადი ნაწილი არა ჩინეთში, არამედ ინდოეთსა და ლათინურ ამერიკაში და აზიის ზოგიერთ ქვეყნებში იყიდება.

– მოსკოვის სავალუტო ბირჟაზე დოლარის აკრძალვით რა მიზნის მიღწევა უნდოდა ვაშინგტონს?

– ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო რუსეთს პრობლემები შეჰქმნოდა ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელებაში. ამის გამო რუსეთის ბიუჯეტში ნაკლები შემოსავლები იქნებოდა და რუსეთს პრობლემები შეექმნებოდა ში ომის საწარმოებლად.

– მოსკოვის სავალუტო ბირჟის მუშაობის შეჩერებაზე რა რეაქცია ჰქონდა საზოგადოებასა და ხელისუფლებას?

– მომხდარზე საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული რეაქცია არ შემინიშნავს. შესაძლოა იყო, მაგრამ მე არ ვიცი.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მან თქვა, რომ დოლართან რუსული რუბლის შეფარდებას იუანის საშუალებით განსაზღვრას. ყველაფერი ეს რა სახეს მიიღებს და ერთი თვე მაინცაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ რამდენად წარმატებული, ან პირიქით წარუმატებელი იყო ჩინურ ვალუტაზე გათვლის გაკეთება.

– დამკვირვებელთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთს მოუწევდა ოქროს, ან სხვა ფერადი ლითონების გაყიდვის დაწყება. მეტიც, ბევრმა არც ის გამორიცხა, რომ შექმნილ ვითარებაში ვაშინგტონი და კოლექტიური დასავლეთი აკრძალავდა რუსული ოქროსა და ფერადი ლითონების რუსეთიდან შესყიდვას.

მოვლენათა ამგვარი განვითარების ალბათობა რამდენად მაღალია?

– ამის თქმა ძნელია, მაგრამ, რაც შეეხება ოქროს გაყიდვას. შესაძლოა რუსეთმა ოქრო კი გაყიდოს, მაგრამ ამით პრობლემა არ გადაწყდება. ამან მხოლოდ გარკვეული დროით შეამციროს ვალუტის დეფიციტი, მაგრამ, შემდეგ გაუგებარია ამ ვალუტას ქვეყნის შიგნით რა კურსით გაყიდის ხელისუფლება.

– გასულ კვირას შვეიცარიაში უკრაინის თემაზე გაიმართა სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც რუსეთს მონაწილეობა არ მიუღია.

კონფერენციამ საკმაოდ დიდი დეკლარაციაც მიიღო, რომელშიც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების აღმოფხვრაზეა საუბარი.

თქვენ როგორ შეაფასებდით ამ კონფერენციის შედეგებს და თქვენი აზრით მისი ჩატარება რას უნდა ნიშნავდეს?

– კონფერენცია კი ჩატარდა, მაგრამ მისი შედეგები ბევრს არც არაფერს არ ნიშნავს. ასეა იმის გამო, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღია სამხრეთის რიგი საკვანძო ქვეყნების წარმომადგენლებს. მასში ასევე მონაწილეობა არ მიუღია -ს პრეზიდენტს ბაიდენს.

დეკლარაციები, რაც აქამდე მიღებულა, ყველა კარგია, მაგრამ, რეალურად ისინი ვერ ახდენენ სიტუაციაზე გავლენას. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რა სიტუაცია იქნება უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე.

– უკრაინის საკითხზე შვეიცარიაში სამშვიდობო კონფერენციის გამართვამდე პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რასაც 2 წელზე მეტია ამბობს, მხედველობაში მაქვს უკრაინის დენაციფიკაცია და ასე შემდეგ.

მაგრამ, მან ამჯერად კიევსა და კოლექტიურ დასავლეთს შესთავაზა უკრაინამ გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება დათანხმდება კიევთან მოლაპარაკებების დაწყებას.

დასავლელი ლიდერების განცხადებებით, ომი უკრაინაში მანამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსული ძალები არ დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას…

– მე რამდენადაც მესმის, პუტინის წინადადებები სხვა არაფერია თუ არა რუსული პროპაგანდის ნაწილი. არა ვარ დარწმუნებული, რომ კრემლში ვინმეს ეგონა, რომ პუტინის ამ წინადადებას და კოლექტიური დასავლეთი მიიღებდა.

როგორც ჩანს, ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მიჭირს თქმა ომი რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ, რასაც ვადევნებთ თვალს, კარგად ჩანს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი 2024 წელს არ დასრულდება.

– ის ეკონომიკური სანქციები, რაც რუსეთის წინააღმდეგ იქნა მიღებული, თუნდაც მოსკოვის სავალუტო ბირჟის შეჩერება, ამის გამო რუსეთს რამდენ ხანს შეეძლება ომის გაგრძელება?

თუ რუსეთის ხელისუფლება იპოვის მექანიზმებს თავი აარიდოს სანქციებსაც და ვალუტებისადმი წვდომის შესაძლებლობას?

– რა თქმა უნდა, ეს სანქციები და დოლარისადმი წვდომის შეზღუდვა რუსეთს ვითარებას გაურთულებს, მაგრამ, რუსეთის ხელისუფლება შეეცდება ისევე გაუმკლავდეს ამ სანქციების შეზღუდვებს, როგორც უმკლავდება ირანი, რომელიც 40 წელზე მეტია სანქციების ქვეშაა, მაგრამ ახერხებს განვითარებას.

ცხადად ჩანს, რომ სანქციებზე თავის არიდების რაღაც მექანიზმები რუსეთს უკვე აქვს მოფიქრებული და იგი ამას მეტ-ნაკლებად ახერხებს. რაც შეეხება დოლარისადმი წვდომაზე შეზღუდვას, ამ შეზღუდვის გასამკლავებლად რაღაცას მოიფიქრებს, მაგრამ კერძოდ რას, მიჭირს, რაიმე კონკრეტულის თქმა.

ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, გარკვეული დრო, დაახლოებით ერთ თვე მაინც დასჭირდება იმის გარკვევას რა შედეგს მოუტანს ცენტრობანკს ჩინურ იუანზე ორიენტაცია იმისათვის, რომ არ შეფერხდეს რუსეთთან ვაჭრობა.

– უკრაინასთან ომის წარმოების საკითხში რუსულ საზოგადოებაში განწყობებში თუა ცვლილებები?

– გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში, ნაწილი ავლენს ამ საკითხში სრულ გულგრილობას. ომის მოწინააღმდეგე ხელისუფლების ოპონენტების რიცხვი საკმაოდ მცირეა. მათ არ აქვთ შესაძლებლობა ომის წინააღმდეგ რაიმე თქვან საჯარო სივრცეში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ისინი საჯარო სივრცეში საერთოდ არ არიან წარმოდგენილი.

ამის გამო, მიჭირს იმის თქმა, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს ომი. ვხედავთ, რომ უკრაინა-რუსეთის ომი მსოფლიო ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, მაგრამ, დიდი ეკონომიკური კრიზისი მაინც არ იქნება. სანქციების მიუხედავად რუსეთი ახერხებს პრობლემების დაძლევას.

 

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი