ბორის პისტორიუსი – უკრაინაში ჩვენს ჯარებს არ გავგზავნით, ომის მხარე არ გავხდებით

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი უკრაინის ტერიტორიაზე თავისი ქვეყნის ჯარების განლაგების შესაძლებლობას გამორიცხავს.
მედიის ინფორმაციით, პისტორიუსმა ჰელსინკიში ვიზიტისას განაცხადა, რომ ში დასავლური ჯარების განლაგების შესახებ დისკუსიები გრძელდება და უნდა შეწყდეს.
„ნამდვილად არავის არ უნდა სახმელეთო ძალები უკრაინაში, ახლა ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ არსებობს გადამწყვეტი ზღვარი. ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ეს ამ ეტაპზე. ჩვენ არ გავხდებით ომის მხარე და სწორედ ამიტომ, Taurus-ი ჯერ კიდევ არ მიგვიწოდებია”, – განაცხადა პისტორიუსმა და დასძინა, რომ Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები ომში გადამწყვეტი არ იქნება.
გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ უკრაინაში ჯარების განლაგების შესაძლებლობა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმაც გამორიცხა.
„მაგრამ ყველა მხარს უჭერს დახმარების გაზრდას იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფულის სახით და ახლა ყურადღება სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ”, – აღნიშნა ფინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ