ბორის აკუნინი: საქართველოში ახლა არა ევროინტეგრაციის საკითხი წყდება, არამედ ის, გადაიქცევა თუ არა ქვეყანა პუტინის კოლონიად

“საქართველოში ახლა არა ევროინტეგრაციის საკითხი წყდება, არამედ ის, გადაიქცევა თუ არა ქვეყანა პუტინის კოლონიად, ლუკაშენკოს ბელორუს-2-ად”, — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი წარმოშობის რუსულენოვანი მწერალი ბორის აკუნინი, იგივე გრიგორი ჩხარტიშვილი წერს და საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

“რამდენად შემაშფოთებელია საქართველოსთვის. დარწმუნებული არ ვარ, რომ იქ ყველას ესმის ეს: ახლა არა ევროინტეგრაციის საკითხი წყდება, არამედ ის, გადაიქცევა თუ არა ქვეყანა პუტინის კოლონიად, ლუკაშენკოს ბელორუს-2-ად”, — წერს ბორის აკუნინი