ბორის აკუნინზე რუსეთში ძებნა გამოაცხადეს

რუსეთში მწერალ ბორის აკუნინზე (გრიგორი ჩხარტიშვილი) ძებნა გამოცხადდა. რია ნოვოსტის ცნობით, დაკონკრეტებული არ არის სისხლის სამართლის რომელი მუხლის საფუძველზე იძებნება აკუნინი.
მწერალი ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი და გვარი – გრიგორი ჩხარტიშვილი) ს „ექსტრემისტთა და ტერორისტთა“ რეესტრში შეიყვანეს.
რეესტრში მის სახელთან ფიფქი (*) დგას. მედიის ცნობით, ასე აღნიშნავენ პირებს/ორგანიზაციებს, ვინც ტერორიზმში მონაწილეობაშია ბრალდებული. მსგავსად არიან აღნიშნულნი სხვებიც, მაგალითად, ოპოზიციონერი .
ამასთან ერთად, ოფიციალურად, აკუნინის წინააღმდეგ საქმე არაა აღძრული. თუმცა, „ინტერფაქსის“ ცნობით, საქმე აღძრეს და მწერალს რუსეთის არმიის „დისკრედიტაციას“ ედავებიან.
რუსეთში აკუნინის წიგნების გაყიდვა და გამოცემა შეჩერდა. მიზეზი გახდა რუსი პრანკერების, „ვოვანის და ლექსუსის“ ზარი. მათ თავი გაასაღეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენებლად და პუტინის კრიტიკოს მწერლებს, მათ შორის აკუნინს დაურეკეს. ამ ზარის დროს აკუნინმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
აკუნინმა რუსეთი დატოვა და არაერთხელ გააკეთა განცხადება ომის წინააღმდეგ.