ბორელი: აშკარაა, საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის – EU-ის მინისტრები შეაფასებენ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საკითხზეც ისაუბრა.
მისი თქმით, “აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა გადადის ევროპული გზიდან და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ”.
ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველოს შესახებ საკითხი დღის წესრიგშია.