„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ (TI) ცნობით, 2025 წლის პირველი 6 თვეში პარტიებმა ჯამურად 7,592,948 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს, რომლის 87% – 6,573,370 ლარი „ქართულმა ოცნებაზე“ მოდის.
ორგანიზაციის თანახმად, მართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულება 6-ჯერ აღემატება სხვა ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას ერთად აღებულს (1,019,578 ლარი), რაც მკვეთრ ფინანსურ უთანასწორობას უსვამს ხაზს.
„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ განცხადებით, კვლავ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორების შესაძლო მონაწილეობა სისტემურ კორუფციაში – მათთან დაკავშირებული კომპანიები იღებენ მრავალმილიონიან ტენდერებს და საბიუჯეტო სუბსიდიებს.
შემოწირულებების პარალელურად მიღებული სახელმწიფო კონტრაქტები
„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ ცნობით:
· „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა 11-მა კომპანიამ 2024 წლიდან 143.6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი მათ 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
· „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 23-მა კომპანიამ 1.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2016 წლიდან კი ამავე კომპანიებს 15 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.
· ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია, ხოლო მიღებული გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების ჯამური ღირებულება 185,447 ლარია.
შემომწირველები, როგორც სახელმწიფო სუბსიდიების მსხვილი ბენეფიციარები
„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ თანახმად, „ქართული ოცნების“ შემომწირველები სახელმწიფო სუბსიდიების მიმღებებიც არიან.
როგორც TI აცხადებს, 2024 წლიდან, დონორებთან დაკავშირებულმა 13-მა კომპანიამ 27 მილიონ ლარზე მეტი სოფლის მეურნეობის სუბსიდია მიიღო. სულ კი ამ კომპანიებს 71 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სუბსიდია აქვთ მიღებული.
„განსაკუთრებით თვალსაჩინოა ვახტანგ კარიჭაშვილის ბიზნეს-ქსელი, რომლის კომპანიებმაც 25 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, რაც 2024 წელს გაცემული აგროსუბსიდიების 13%-ს შეადგენს“, – აცხადებს TI.
ორგანიზაციის განცხადებით, ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას აგროსუბსიდია არ მიუღია.
შემოწირულებების ანომალიური ზრდა აჭარიდან
„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის შემდეგ 3 თვეში რეგიონიდან პარტიას 2.5 მილიონ ლარზე მეტი შეწირეს.
„დროის ასეთ მონაკვეთში რეგიონიდან ასეთი დიდი ოდენობის შემოწირულება უპრეცედენტოა და აჩენს ეჭვს, რომ შემოწირულებები მესამე პირების მეშვეობითაა განხორციელებული რაც კანონდარღვევაა“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველო“.
„ხალხის ძალას“ „ქართულ ოცნების“ ტრადიციული შემომწირველები აფინანსებენ
„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ თანახმად, „ქართული ოცნების“ განაყოფს, „ხალხის ძალას“ 190,000 ლარი შეწირეს და მისი ყველა შემომწირველი გასულ წლებში „ქართულ ოცნებას“ წირავდა თანხას და ჯამში 337,369 ლარი აქვთ მმართველი პარტიის ყულაბაში შეტანილი.
ფოტო: „საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ ანგარიში
შემოწირულებების სტატისტიკა
„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ ცნობით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ყველა პარტიამ ჯამში 7,592,948 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 87% – 6,573,370 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რაც 6-ჯერ აღემატება სხვა ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებას ერთად აღებულს.
TI-ს ცნობით, ამავე პერიოდში პარტია „ლელომ“ 410,125 ლარის შემოწირულება მიიღო, ხოლო პარტიამ „ხალხის ძალა“ — 190,000 ლარი.
ფოტო: პარტიების შემოწირულებების სტატისტიკა „საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ ანგარიშიდან
ვინ არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები
„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ ცნობით, 2025 წლის პირველ 6 თვეში „ქართულ ოცნებას“ 168-მა პირმა 6,573,370 ლარი შეწირა, აღნიშნული დონორებს სულ „ქართული ოცნებისთვის“ 20 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული.
ორგანიზაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2024 წლიდან 143.6 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2016 წლიდან კი 422 მილიონის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული .
ფოტო: ინფორმაცია კომპანიებზე, რომელთა მოგებული ტენდერების ჯამური ღირებულება აღემატებოდა 100,000 / „საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ ანგარიში
„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, ამავე პერიოდში „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 23-მა კომპანიამ 1.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო, 2016 წლიდან კი ამავე კომპანიებს 15 მილიონ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვთ მიღებული.
ფოტო: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებული 5 კომპანიის ჩამონათვალი, რომლებმაც 2024 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ღირებულების გამარტივებული კონტრაქტები მიიღეს / „საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ ანგარიში
„საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ ცნობით, ამავე პერიოდში „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 13-მა კომპანიამ 27 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სოფლის მეურნეობის სუბსიდია მიიღო სულ კი ამ კომპანიებს 71 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სუბსიდია აქვთ მიღებული.
ფოტო: „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებმაც 2024 წლის შემდეგ ყველაზე მეტი თანადაფინანსება მიიღეს / „საერთაშორისო გამჭვივრალობა – საქართველოს“ ანგარიში
პარტიების დაფინანსების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სრული ანგარიში იხილეთ აქ.
