ბოლო 5 თვეში, თბილისში ბინის იჯარის ფასი კვადრატულზე $10-ია – Galt&Taggart

Galt&Taggart-ის 2024 წლის მაისის განახლების მიხედვით, იჯარის ფასების წონასწორობის ახალი წერტილი ბოლო 5 თვის განმავლობაში კვადრატულზე 10 დოლარის ფარგლებშია. შესაბამისად, 2024 წლის მაისში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა წინა თვის დონეზე დარჩა (კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი). სამშენებლო ნებართვები 2024 წლის პირველ 5 თვეში 95 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 811,613 მ 2 -ს შეადგენს (-3.1% წ/წ). დიდი დიღომი, საბურთალო და სამგორი სამშენებლო ნებართვების მხრივაც, როგორც გაყიდვების შემთხვევაში, ყველაზე პოპულარულია.