ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთმა ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა

ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთმა 2024 წელს ირანიდან ნავთობის იმპორტი განაახლა. ამის შესახებ ირანული მედია წერს.
ამერიკის -ს მიერ ისლამურ რესპუბლიკაზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, ნავთობის იმპორტი ირანიდან არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების -ბულგარეთისა და პოლონეთის მიერაც ხორციელდება.
ევროსტატის მოანცემებით, ბულგარეთმა 2024 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში ირანიდან 314 ტონა ნავთობი ან ნავთობპროდუქტი ჩაიტანა, პოლონეთმა კი 2024 წლის მარტში ირანული ნავთობისა თუ ნავთობპროდუქტის 19 ტონა ტვირთი მიიღო.