ბოლო 3 წელიწადში სარემონტო მასალების წარმოებაში „თიბისი ბანკის“ ინვესტიცია ₾1 მლრდ-ზე მეტია – გიორგი დარჩიაშვილი

ბოლო 3 წელიწადში სარემონტო მასალების წარმოებაში „ ბანკის“ ინვესტიცია ₾1 მლრდ-ზე მეტია – ამის შესახებ “თიბისის” მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დარჩიაშვილმა BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, დეველოპერულ სექტორში სამშენებლო მასალების კუთხით ძირითადად ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია გამოიყენება, თუმცა სარემონტო მასალების კუთხით იმპორტირებული პროდუქტი დომინირებს, რაც 70%-ს შეადგენს. ამის პარალელურად გიორგი დარჩიაშვილი ამბობს, რომ იმპორტდამოკიდებულების შესამცირებლად “თიბისისთვის” ადგილობრივი წარმოებების მხარდაჭერა პრიორიტეტულია.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში სარემონტო მასალების წარმოებაში „თიბისი ბანკის“ ინვესტიციამ შეადგინა 1 მლრდ ლარზე მეტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბინათმშენებლობის სექტორი, რომელიც პრაქტიკულად ირიბად მოქმედებს სამშენებლო მასალების წარმოების განვითარებაზე. ამ კუთხითაც პირველი ბანკი ვართ ბაზრის 40%-იანი წილის დაფარვით“, – აცხადებს გიორგი დარჩიაშვილი და დასძენს, რომ ბაზრის განვითარებისთვის თიბისი სექტორში მოთამაშე კლიენტებს და მომხმარებლებს ფართო სპექტრის საბანკო პროდუქტებს სთავაზობთ, იქნება ეს სასესხო თუ არასასესხო პროდუქტები. „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი პარტნიორი კი კომპანია „დიო“ არის, რომელთან თანამშრომლობაც 16 წელს ითვლის.
“თიბისის” მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ „დიო“ ბიზნესის განვითარების კარგი მაგალითია.
„დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი კი აღნიშნავს, რომ ბანკთან პარტნიორობით დღეისთვის „დიო“ სამ საწარმოს მართავს, სადაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

ასევე დაგაინტერესებთ