ბოლო 3 წელიწადში, ნატო ურთულეს ეტაპზე გადავიდა, იმ გამოწვევებზე პასუხის თვალსაზრისით, რომლებსაც ერთად წავაწყდით – ენტონი ბლინკენი

ვილნიუსის ნატო-ს სამიტის შემდეგ, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნატო-ს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში შეიკრიბნენ. შეხვედრის დაწყებამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მედიასთან განცხადება გააკეთა. ს თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ.
“ბოლო წლებში, ბრიუსელი ჩემს მეორე სახლად იქცა. ეს კი იმის დასტურია, რომ რასაც ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად ვაკეთებთ, უმნიშვნელოვანესია. ბოლო 3 წელიწადში, ნატო ურთულეს ეტაპზე გადავიდა, იმ გამოწვევებზე პასუხის თვალსაზრისით, რომლებსაც ერთად წავაწყდით. ჩვენ, მორიგ ჯერზე, მტკიცედ დავადასტურებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, რომელიც აგრძელებს რუსული აგრესიის ომზე პასუხს. რაც შეეხება ღაზის კრიზისსა და ახლო აღმოსავლეთს – მახარებს მძევლების სახლში დაბრუნება. გვსურს, გავაგრძელოთ ძალისხმევა მეტი მძევლის დასახსნელად. ბევრი რამ გვაქვს დღის წესრიგში. მსურს, გითხრათ, რომ ყველაფერი, რის გაკეთებაც შევძელით ნატო-სთან ერთად – ალიანსის გაძლიერება იქნება ეს, დასახული მიზნების მიღწევა თუ რუსული აგრესიის შეკავება – აქედან ვერაფერი მოხდებოდა იენს სტოლტენბერგის ლიდერობის გარეშე,” – ამბობს ენტონი ბლინკენი.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება