“ბოლო 11 წელში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2.5-ჯერ გაიზარდა” – ღარიბაშვილი

“2012 წელს, საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში, მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის. პროგნოზების თანახმად, უკვე 2028-2030 წლებში საქართველო დაუახლოვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ე.წ. მედიანურ სტანდარტს, ანუ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების იმ დონეს მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, რაც დაახლოებით საშუალოდ დღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ.

რაც შეეხება ზოგადად დასაქმებულთა რაოდენობას და ხელფასებს. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა აქაც შედარება გავაკეთოთ აქაც. 2012 წელს, საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში.

ასევე ანალოგიურ პერიოდში, ბიზნესსექტორში, საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით ასევე 2.5-ჯერ არის გაზრდილი, 780 ლარიდან 2000 ლარამდე.

მთავრობის ვალის მაჩვენებელი 38.2%-მდე ჩამოვიდა. მე შეგახსენეთ, რომ 3 წლის წინ უკვე 60%-ს გადააჭარბა მთავრობის ვალმა და ჩვენ ეს ბოლო სამ წელიწადში, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, შევძელით მთავრობის ვალის მკვეთრი შემცირება.

ბიუჯეტის დეფიციტს, ჩვენ რა თქმა უნდა ვინარჩუნებთ, დაბალ დეფიციტს ვინარჩუნებთ, წელს იყო 2.8%, გაისად იქნება 2.5%” -აი რა განცხადება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და “აირჩიე ევროპა” გამოიჭირა “ანტიკორუფციულმა ბიურომ”, იმ ორგანიზაციამ, რომლის შექმნასაც ევროსაბჭო ითხოვდა საქართველოსგან – ითხოვდნენ და მიიღეს